საზოგადოება
GCCA-მა სამედიცინო - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
კერძოდ, საქმე ეხება სს „საქართველოს კლინიკების“ მიერ შპს „გორმედზე“ ერთპიროვნული კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რაც სააგენტოს პოზიციით, კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
კონცენტრაციაში მონაწილე ორივე სუბიექტის საქმიანობის სფეროს სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. GCCA-ის მიერ ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ამასთანავე, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ცვლილების მაჩვენებლებიც მცირეა, რაც განსახორციელებელ კონცენტრაციას კონკურენტულ გარემოსთან თავსებადს ხდის.
მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 17 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


