უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2025 10:27
font-size

GCCA-ის გადაწყვეტილებით რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა და შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაუდგინა.

საკითხის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა, რომ 2023 წელს, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და ,,ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს (მოკვლევის შედეგად, ორივე კომპანია განისაზღვრა ერთიან ეკონომიკურ სუბიექტად) სანქციის სახით ჯამურად - 848 276 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, მოკვლევის ფარგლებში, ორივე მოპასუხე კომპანია, სააგენტოსთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გამო, 3-3 ჯერ დაჯარიმდა - ჯამში 26 000 ლარით, ხოლო საბოლოოდ ინფორმაციის მიღება სასამართლოს შუამდგომლობით განხორციელდა.

შესაბამის სექტორში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების და სამომავლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურმა აგენტებმა - მომსახურების/პროდუქციის საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები შეაფასონ და გაითვალისწინონ.

GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი თვის ვადაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი