პოლიტიკა
“გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი - გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრ გიიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა, იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია იმ მაქსიმალურ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი.
“სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა. “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი, რადგან ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი გვაქვს,” - განაცხადა პრემიერმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


