საზოგადოება
გაზის ტარიფების კლება მთავრობის სოციალური პოლიტიკის შედეგია - ირინა მილორავა
გაზის ტარიფების უმნიშვნელოდ კლება სახელმწიფო კომპანიის – ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელშეწყობით მოხდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსგან კომისიამ წერილი მიიღო, რომლის მიხედვით, გაზის მიწოდების ფასი 1000 კუბურ მეტრზე თბილისის შემთხვევაში 105 დოლარიდან 103.7 დოლარამდე, რეგიონებში კი, 105 დოლარიდან 92.25 დოლარამდე მცირდება. შედეგად, შესაძლებელი გახდა არსებული სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნება და მათი უმნიშვნელოდ შემცირება.
„ეკონომიკის სამინისტროს წერილში ცალსახად მითითებულია, რომ ამ ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო კომპანია – ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ეს არ ხდება აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ ხარჯზე. ეს სოციალური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გაატარა მთავრობამ“, – აღნიშნა მილორავამ.
სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. ამასთან, 0.012 თეთრით დაიკლებს ბუნებრივი გაზის ტარიფი „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის და 0.011 თეთრით – „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


