პოლიტიკა
გაზის სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება - სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივი აირის ტარიფზე იმსჯელებენ. ტარიფის მატების შესახებ 3 კომპანიის განაცხადი უკვე სემეკშია.
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ განაცხადა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება გარდაუვალია. როგორ შეიცვლება ტარიფი, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. კომპანიებს აქვთ პრეტენზია, რომ მათ უნდათ ყველა დანახარჯის ტარიფში ასახვა, რასაც, ბუნებრივია, კომისიის აპარატი არ ეთანხმება.
მიწოდების ტარიფში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გავლენას ახდენს, ასევე გასათვალისწინებელია სხვა კომპონენტების ცვლილება იმ დანახარჯების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია კომპანიის მხრიდან, რასაც აპარატი დაეთანხმა, ესაა ინვესტიციები, საოპერაციო დანახარჯები“,- განაცხადა სანიკიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


