უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მაისი, 2025 12:54
font-size

გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო, პასუხად გახსნეს ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით - ვახტანგ ხუზმიაშვილი

ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ომეგას“ ოფისებში ჩატარებული ჩხრეკისა და ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი. მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში, მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაში“ აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები, თუმცა კონკრეტული ვიდეომასალა არავის წარმოუდგენია. ამ კომპანიებში ჩხრეკის საფუძველი გახდა მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“, ჩუბინაშვილის 41 ნომერი ამ ჩხრეკაში არსად იყო მითითებული, რაც ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს, ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“. პრაქტიკულად, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დარჩენილი არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა, რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, მხარდაჭერასაც ვერ ვიღებდით. ოპოზიცია არ იყო ქვეყანაში, რევოლუციურ ეიფორიაში იყო საზოგადოება და სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. რამდენიმე საათში „იბერიას“ შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა „ომეგას“ ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანის ჯარები“, – ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ხუზმიაშვილმა ასევე გაიხსენა მოვლენები, როცა გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც გაზეთის ნომერი იყო დაბეჭდილი.

„დაახლოებით ათ დღეში გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი და ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო. პასუხი იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლების მისამართით. წინ გადიოდა გაზის მილი და ერთ-ერთი ტყვია იმას მოხვდა. იქ რომ ადამიანი მდგარიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, ტყვია მოხვედროდა“, – განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი