სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა (ვიდეო)
რამოდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სასულიერო პირი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი ,,პრაიმტაიმი“, წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს აყვანილი სასულიერო პირი მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილია. მასთან ერთად, კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ,,ბუპრემორფინთან“ ერთად, ,,ჰეროინიც“ აღმოაჩნდა.
,,პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, მის თანმხლებ პირს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ,,პრაიმტაიმს“ საპატრიარქოში განუცხადეს, მომხდარის შესახებ არ სმენიათ. კომენტარი არ გაკეთებულა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მეგრელიშვილთან დაკავშირებით, ეს კანონდარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. საინფორმაციო newpress.ge-ს არქივში 2013 წლის 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი მოიპოვება, რომელშიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი თანმხლებ პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციას ეჩხუბება. მაშინ პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


