პოლიტიკა
გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ - ზუგდიდის ყოფილი მერი
ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ იმ ჩანაწერებზე საუბრისას, რომლებიც ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს, განაცხადა, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია მის წინააღმდეგ. ამის შესახებ გოგიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა.
გოგიამ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
„მინდა, საზოგადოებას მოთმინებისთვის მადლობა გადავუხადო და ბოდიში მოვუხადო იმ სიცრუისა და ფაბრიკაციის ტირაჟირებისთვის, რომლის გაჟღერებაც ბოლო დროს მიზანმიმართულად ხდებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა – ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა გოგიამ.
გარდა ამისა, ზუგდიდის ყოფილმა მერმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებიც განმარტა. მან გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
„გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის არ ჰქონდეს კითხვა ჩემი თანამდებობაზე ყოფნით საქმის გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის.
როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის მცირე კავშირშიც რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო, დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო“,- განაცხადა გოგიამ.
ზუგდიდის ყოფილი მერის თქმით, ის „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება.
„ვრჩები გუნდში, „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.
მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს, ჩემს ამომრჩევლებს, რომლებმაც მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვის, მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას“,- განაცხადა გოგიამ.
სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


