სამართალი
გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, ინსტიქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი - გიორგი დგებუაძე
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად მასტერა სასამართლოზე დაიკითხა.
სხდომაზე დგებუაძემ 2006 წლის 12 იანვარი და სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა.
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მას უშუალოდ სროლებში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, სამმართველოსა და უშუალოდ მისი მოვალეობა, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება და იმ ახალგაზრდების გადაადგილების კონტროლი იყო, რომლებიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე მის თანამშრომელს უნდა მიეყვანა.
"21:00 საათისთვის ყველა დანაყოფი წინასწარ განსაზღვრულ ადგილში იყვნენ. 21:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მე დამირეკა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საჭირო იყო ერთი ადამიანი, ვინც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებდა იმ სამი ახალგაზრდის, როდესაც მანქანიდან გადმოვიდოდნენ. რადგანაც დავალება საპასუხისმგებლო და ასევე სარისკო იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ის სამი ადამიანი შეიარაღებული იყო, ჩემი თავი შევთავაზე ახალაიას. გადავკვეთე გზა და დაველოდე, ვიდრე მანქანა მოვიდოდა. ჩემი ამოცანა იყო რომ სუმბაძეს ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა და შემდეგ გამეკონტროლებინა იმ ადამიანების გადაადგილება, რათა დავრწმუნებულიყავი სამი ადამიანი შევიდოდა თუ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს დაურეკა ტელეფონმა და საუბრით სამივე შევიდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მე თვალს ვადევნებდი მათ. რამდენიმე წუთში გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა. ინსტიქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი. ასე აღვიქვი, რომ სამი სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა სროლა, ისნის მხრიდან, ავტოსადგურის მხრიდან და ასევე სიღრმიდან", - განაცხადა დგებუაძემ.
ბრალდებულის თქმით, სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შეწყვეტის შემდეგ კი, ის ვითარების გასარკვევად ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, მან დაინახა, რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას ესაუბრებოდა სპეცოპერაციის დეტალებზე და იმაზე, თუ რატომ და როგორ დაიღუპნენ ახალგაზრდები.
ბრალდებულის თქმითვე, სპეცოპერაცია დათა ახალაიას მოადგილესთან დავით ჩხატარაშვილთან დაიგეგმა, სადაც გადაწყდა, რომ იმ სამი ახალგაზრდის და იმ პირების დაკავება, ვისაც ისინი ავტოსადგურში უნდა შეხვედროდნენ, სპეცრაზმს უნდა მოეხდინა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


