პოლიტიკა
გავიგეთ რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ რა გუნდით, ეს ვერ გავიგეთ -ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილისთვის პოლიტიკაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და პარტიის ყოფილი ლიდერის, დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა გუნდით მიდის პოლიტიკაში დავით უსუფაშვილი.
„ბუნებრივია, რომ უსუფაშვილი პოლიტიკაში იქნებოდა. გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ რა გუნდით, ეს ვერ გავიგეთ. არ ვიცით, რა გუნდია, პარტიას რა ჰქვია და ვინ არიან. ამბობს, რომ პარტიას არჩევნების შემდეგ შექმნის. არჩევნების შემდეგ რომ შექმნის, მისი შეფასება შემდეგ მოგვიწევს. მანამდე ძნელი წარმოსადგენია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. როცა გუნდს წარმოადგენს, პარტია მაშინ იქნება და დღეს პარტია არ არის. სანამ გუნდს არ დავინახავ, ვერ გეტყვით, ის ხელისუფლების ალტერნატივა არის თუ არა. რა თქმა უნდა, ერთი კაცი ალტერნატივა არ არის. ინტერესი დავკარგეთ, ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს, ეს ჩვენი წარსულის ამბავია", - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


