უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 დეკემბერი, 2018 16:20
font-size

გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება - გიორგი გახარია

გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს.

„კიდევ ერთხელ, ამ პიროვნული ტრაგედიის გამო უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა, პირველ რიგში ოჯახის და მთელი ქვეყნის მიმართ. ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და იყოს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება. იყოს ობიექტური და ნდობის მაღალ ხარისხს იმსახურებდეს. ამისთვის პოლიცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, თუმცა მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს საზოგადოებაში.

ისიც კარგად მესმის, მიუხედავად ბევრი იმ ცვლილებისა, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ იყო გატარებული, ეს არ არის ნუგეში, არც ნათესავებისთვის, არც მშობლებისთვის, კიდევ ერთხელ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი