უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2018 16:25
font-size

გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის სიკეთეები, რომელიც მისთვის მოაქვს უვიზო რეჟიმს - რებეკა ჰარმსი

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი გამოეხმაურა ინფორმაციას გერმანიის საზღვრიდან საქართველოს 19 მოქალაქის უკან გამობრუნების შესახებ, ასევე ჩრდილოეთ რაინვესტფალიის მთავრობის ინტეგრაციის მინისტრის, იოახიმ შტამპის ინიციატივას ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის თქმით, გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის მინისტრის ინიციატივა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ის სიტუაციის გარკვევას შეეცდება. ჰარმსმა აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლება არ დაკარგოს.

„ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა რაინვესტფალიამ ასეთი მოთხოვნა დააყენა, როგორც ჩანს გერმანიის ამ ნაწილში პრობლემა არსებობს. კონტაქტზე ვარ რაინვესტფალიის წარმომადგენელთან და აუცილებლად გავარკვევ, რა გახდა ამის საფუძველი. ამის შესახებ ვესაუბრე ქართველ კოლეგებსაც და ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას, გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის სიკეთეები, რომელიც მისთვის მოაქვს უვიზო რეჟიმს, რადგან უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ერთობლივი მიღწევა და ეს ეხმარება ადამიანებს, რომ დაუახლოვდნენ ერთმანეთს, საქართველო დაუახლოვდეს ევროპასა და განსაკუთრებით ჩემს ქვეყანას, გერმანიას.

ვფიქრობ ეს იყო წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ჩვენ ვიპოვით გამოსავალს და საქართველო არ დაკარგავს უვიზო რეჟიმს“, -თქვა ჰარმსმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი