უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 სექტემბერი, 2018 16:45
font-size

გაურკვეველი ორი ადამიანის ჩანაწერი არაფერს ნიშნავს და არ მეტყველებს იმაზე, რომ ვინმე მაღალი თანამდებობის პირს დანაშაული აქვს ჩადენილი - კახა კალაძე

ჩემთვის გაურკვეველი ორი ადამიანის ჩანაწერი არაფერს ნიშნავს და არ მეტყველებს იმაზე, რომ ვინმე მაღალი თანამდებობის პირს ხელისუფლებაში დანაშაული აქვს ჩადენილი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე "ომეგა ჯგუფზე" ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ შეკითხვას.

მისივე თქმით, თუ რაიმე კითხვა არსებობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებს, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს და პასუხი უნდა მოეთხოვოს თითოეულ მათგანს.

კახა კალაძე ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით რომან კაკულიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც მისი თანაგუნდელი ამბობს, რომ არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ.

დედაქალაქის მერის თქმით, პარტიის წევრებს განსხვავებული ღირებულები რომ ჰქონოდათ, ერთად არ იქნებოდნენ.

“ვთქვათ, დადასტურდა ამ ჩანაწერებში არსებული საუბრის ავთენტურობა, რა მერე?! ჩვენ რომ სხვა ღირებულები გვქონოდა, დღეს "ქართულ ოცნებაში" არ ვიქნებოდით და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგევართ. შესაბამისად, ჩვენი ღირებულებები გაჟღერებულია და არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ჩვენი ყველას, თითოეული ჩვენგანის ამოსავალი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. არ მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ მიწევს წარსულში დაბრუნება იმიტომ, რომ ყველაფერი არის შედარებითი.

ახლა უნდა ვისაუბროთ მომავალზე, უნდა ვისაუბროთ იმ პროქტებზე, რომელიც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას; ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რაც ქალაქში ხორცილდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, ტელევიზიები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ნეგატივში წარმოაჩინონ. რამდენად გამოდის ეს სხვა საკითხია, თუმცა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ არასწორი ინფორმაციები მიაწოდონ მოსახლეობას. ჩემთვის გაურკვეველი ორი ადამიანის ჩანაწერი არაფერს ნიშნავს და არ მეტყველებს იმაზე, რომ ვინმეს, მაღალი თანამდებობის პირს, დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებაში. თუ რაიმე კითხვები არსებობს, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ჩანაწერებში, რა თქმა უნდა, ავთენტურობაც უნდა დადასტურდეს, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს და პასუხიც უნდა მოეთხოვოს თითოეულ მათგანს - ერთსაც და მეორესაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან" შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაზეც თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საქმე 180-ე მუხლითაა აღძრული, რაც თაღლითობას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი