კომენტარი
არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ - რომან კაკულია ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია აცხადებს, რომ ის არ ისურვებდა იყოს ისეთის გუნდის წევრი, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ზეწოლას ახორციელებენ.
კაკულია ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება.
"საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა.
და ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა "ოცნების" მიმართ, ეს ყველაფერი თუ ხდებოდა იმ დროს როდესაც "ქართული ოცნება" იყო ხელისუფლებაში. ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების წინაშე ეს გახლავთ. ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა.
არ გამოვრიცხავ არაფერს და კონკრეტულ ფრაზებს არ მოვიგონებ, რომ გავალამაზო ეს სიტუაცია. თუმცა პირდაპირ ვერც ვერავის დავადანაშაულებ.
მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც იქნება სასარგებლოდ ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები და სურვილი მაქვს ასე დამთავრდეს ეს ყველაფერი, " - განაცხადა რომან კაკულიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


