პოლიტიკა
გაუნათდათ თუ არა გონება მერიაში ბიუჯეტთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს შევიტყობთ - ალექსანდრე ელისაშვილი
საკრებულოს დეპუტატები თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს 10 დეკემბერს ელოდებიან.
როგორც ცნობილია, საკრებულომ 25 ნოემბერს დედაქალაქის მერიას პროექტის შესწორებული ვერსია უკან გადაუგზავნა, თბილისის ხელისუფლებას კი შენიშვნების გამოსასწორებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვთ.
როგორც საკრებულოს დამოუკიდელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, გაუნათდათ თუ არა მერიის ჩინოვნიკებს ამჯერად მაინც გონება, ამას საზოგადოება 10 დეკემბერს შეიტყობს.
„იმედს ვიტოვებ, რომ მერია ამჯერად მაინც ადეკვატურად მოიქცევა და ნორმალური ბიუჯეტის პროექტს დააბრუნებს, სადაც ქალაქის პრობლემები იქნება რეალურად ასახული. არა საკუთარი პრობლემების კეთილმოწყობის ზრუნვა იქნება იქ ჩაწერილი, არამედ ქალაქის პრობლემების მოგვარებაზე იქნება ეს ბიუჯეტი. ვნახოთ რა იქნება, გაუნათდათ თუ არა გონება, ამას 10 დეკემბერს შევიტყობთ“,-აღნიშნა ელისაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


