პოლიტიკა
გასულ წელს პოლიტიკურმა სუბიექტებმა 34 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
2016 წელს პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში, 34 465 035 ლარის შემოსავალი მიიღო.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შემოსავლიდან 26 მილიონზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული შემოწირულობებია.
ამასთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არასაარჩევნო პერიოდში, შემოსავლებით ,,ქართული ოცნება’’ ლიდერობს. 2016 წელს მმართველმა პარტიამ 22 995 584 ლარი, პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლის თითქმის 67 პროცენტი მიიღო, რაც 2-ჯერ მეტია დანარჩენი 59 პარტიის მიერ ჯამში მიღებულ შემოსავალზე.
შემოსავლებით მეორე ადგილზეა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის’’ – 4491467 ლარით. ის ,,ქართულ ოცნებას’’ თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება. შემოსავლების მხრივ, პირველ სამეულში მოხვდა ,,პატრიოტთა ალიანსი,’’ რომელმაც 1644169 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პირველ სამეულში ვერ მიხვდა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც გასულ წელს წამში 1126691 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღო.
ამასთან, 2016 წელს მხოლოდ 7-მა პარტიამ მიიღო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობა, მათ შორის იყვნენ თავისუფალი დემოკრატები (718690 ლარი) და ,,გირჩი’’ (626521 ლარი). შემოწირულობების ოდენობის თვალსაზრისით ჩამოთვლილი 7 პარტიის გარდა, პირველ ათეულში მოხვდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები: ილია კოკაია 337400 ლარით, ვასილ ხანიშვილი - 304840 ლარით და ცეზარ ჩოჩელი - 280000 ლარით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


