პოლიტიკა
გასაგებია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაწყებული გამოძიების უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი - გია ნოდია
„გასაგებია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაწყებული გამოძიების უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი, სხვას ასეთი ბერკეტი არ გააჩნია“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
ნოდიას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ მის მეგობარს ან მასთან დაახლოებულ მამუკა ხაზრაძესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დაუპირისპირდებოდა .
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეკითხვები ნაკლებად ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ორგანიზებული კამპანია ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვინ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძეზე ან „თიბისი ბანკზე“, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი, სხვას ასეთი ბერკეტები არ გააჩნია. აქ მნიშვნელოვანია, რომ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება იდავო, მაგალითად მოსამართლეების შემთხვევაში, აქ შეიძლება რაღაც სადავო იყოს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები და ბოლო ხანებში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი წავიდნენ ისეთ ნაბიჯებზე, სადაც შეუძლებელია სხვანაირად, განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცე. მაგალითად, ყბადაღებული ვალების განულება შეუძლებელია სხვაგვარად შეაფასო, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნებამდე 9 თვით ადრე, სხვანაირ ინტერპრეტაციას არავინ არ აკეთებს, თუ უშუალოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ არის.
„თიბისი ბანკის“ შემთხვევაც, როდესაც 10 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიებას იწყებ, რაღაც დარღვევაზე, რომლის არსიც არავის არ ესმის, შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაცია მისცე, თუ არა ის, რომ მთავრობა ებრძვის ბანკს. მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ როგორც კვირიკაშვილის მეგობარს ან მასთან დაახლოებულ მამუკა ხაზარაძესაც დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი. მედიის გარკვეული ნაწილი კვირიკაშვილის გადადგომისთანავე აუმხედრდა ხაზარაძეს, რომ ახლა „მოევლება“ „თიბისი ბანკსა“ და ხაზარაძეს“, - განაცხადა ექსპერტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


