პოლიტიკა
გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის დაკისრებული გირაო - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უწყებაში გაანალიზებენ, იქნება თუ არა გასაჩივრებული დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის დაკისრებული 1000-ლარიანი გირაო, რომლის სანაცვლოდ ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლება არ გულისხმობს საექსტრადაციო პროცესის დასრულებას.
„ის, რომ გუშინ საკონსტიტუციო ვადის ცხრა თვის გასვლასთან დაკავშირებით ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდა სასამართლოს მიერ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის პროცედურების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირი, ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას.
რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობის რისკი იმდენად დაბალია, რომ ბატონ ჩაბუქს გაუჩნდეს სურვილი, ექსტრადიციის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა.
შესაბამისად, ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება“, – თქვა წულუკიანმა.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და გირაოს სანაცვლოდ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გაათავისუფლა, რომლის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 24 თებერვალს იწურებოდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


