პოლიტიკა
გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ... ბიძინა ივანიშვილს თავისი შენიშვნები ჰქონდა - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღევანდელ შეხვედრაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მიზეზები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის შესახებ.
„გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონალულ ჭრილში მუშაობა, თბილისი ცალკე, დიდი ქალაქები ცალკე და რეგიონებში კიდევ ცალკე. მაჟორიტარები და ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან ამ 2 დღის განმავლობაში ამ საკითხების განხილვაზე“,- თქვა დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კითხვაზე, ვინ უხელმძღვანელებს მეორე ტურის სამზადისს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ მოსაზრების დამკვიდრება გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგიაა.
„რატომღაც ვიღაცებმა შემოიტანეს ის მოსაზრება, რომ მე ვიქნები ხელმძღვანელი. მე მგონია, რომ ესეც გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ მე მუდმივად ვიძახო, რომ მე არ ვიქნები და „მან უარყოო" იყოს ეგეთი შეკითხვა, შემდეგ თქვა, არც უარყო, არც დაადასტურა.
დეტალებთან დაკავშირებით მე დღეს ვერ ვილაპარაკებ. ბიძინა ივანიშვილი ძირითადად უსმენდა, თუმცა თავისი შენიშვნები ჰქონდა.“, - თქვა ვოსლკიმ.
დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


