უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 აგვისტო, 2018 16:00
font-size

გარკვეული არაკეთილსინდისიერი პირები ცდილობდნენ, ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში ,,შავი ზღვის უნივერსიტეტი” - ადვოკატი

,,შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც სასწავლებელს ახალი სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ,,შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა წარმოადგინა დასტური, რომ უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს ის თანხები, რასაც მას სახელმწიფო ედავება. დაცვის მხარემ წარადგინა TBC-დან ამონაწერი, რითიც დასტურდება, რომ მათ ანგარიშზე 700 ათასი ლარი ნამდვილად დევს.

უფლებადამცველის განცხადებით, არსებობს ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც მასთან აწარმოებდა პირადად მოლაპარაკებებს და ეს ჯგუფი ცდილობს, რომ უნივერსიტეტი "ხელში ჩალის ფასად ჩაიგდოს".

სოსო ბარათაშვილი "შავი ზღვის უნივერსიტეტთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ის შესაძლოა, ევროპულ სასამართლოშიც წავიდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის კერძო ინტერესები, რომელიც გარკვეულად პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული. არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი პირები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში ,,შავი ზღვის უნივერსიტეტი.” ამ პირთა მიმოწერაც ცნობილია, გვარებიც ცნობილია, მაგრამ დღეს მათ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა, მივაწოდეთ სათანადო ორგანოებს. გარკვეულწილად, ხელისუფლება არის საქმის კურსში, ყოველ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში და ძალიან უცნაური იყო ქალბატონი სანიკიძის განცხადება, რომ თითქოს, ინგლისურ კომპანიას სურდა ამ უნივერსიტეტის შესყიდვა და არ მოხდა მაშინ, როდესაც თვითონ განათლების სამინისტრო უშლიდა ხელს შესყიდვის პროცესს,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

გაცხადება გააკეთა ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ.

„ისინი იძახიან პირდაპირ, რომ ამ უნივერსიტეტს არანაირი პრობლემა არა აქვს. თვითონ საბჭოში გამოაცხადეს, ოთხჯერ თქვა ექსპერტმა, რომ უნივერსიტეტს თუ ეს 700 ათასი ლარი დაეკისრება, გადახდის პრობლემა არ არის,“ - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი