სამართალი
გარიგებულ მატჩებში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან
გარიგებულ მატჩებში ბრალდებული კალათბურთის მწვრთვნელები და მსაჯი პატიმრობაში რჩებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.
დაცვის მხარე საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას, კლუბის თანამფლობელის თემურ დათიკაშვილისა და მსაჯის ზაზა მაჩალაძის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ბრალდებულებს ასევე თავდებში უდგებოდნენ კალათბურთის სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის ანატოლი ბოისა, კახა შენგელია და ჯამლეტ ხუხაშვილი.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და აღნიშნა, რომ მიუხედავად მტკიცებულებების უდაოდ გახდომისა, კვლავ არსებობს მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.
საბოლოოდ, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


