უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2025 11:19
font-size

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა - ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი გააცნო.

ცვლილებების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან ერთად შეიმუშავა.

„საქართველოს ბიზნესასოციაციაში წარმოვადგინეთ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა მთავარი მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა. ეს ცვლილებები, ძირითადად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საკითხებს ეხება და კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დახვეწას, ადმინისტრაციული წარმოების ვადების შემცირებას და პროცესების მეტი გამჭვირვალობას ითვალისწინებს. მოხარული ვარ, რომ ბიზნესსექტორმა დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კომპანია „გალფ ჯორჯიას“ ბიზნესის განვითარების დირექტორის, შავლეგ მიშველაძის განცხადებით, კოდექსში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნესისთვის ადმინისტრაციულ პროცედურებს, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დროულ, მნიშვნელოვან და უაღრესად საჭიროდ მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი პროექტების დაწყებასა და ზრდას, რაც ბიზნესის განვითარებისათვის დამატებითი სტიმული იქნება.

„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბევრი კომპანია, რომლებმაც კმაყოფილება გამოთქვეს პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, პროექტები ეფექტიანად განხორციელდეს, ეკონომიკა განვითარდეს და, ამავდროულად, გარემოსდაცვითი სტანდარტები დაცული იყოს. დაგეგმილი ცვლილებები შეამცირებს ბიუროკრატიას, რაც ყველას სჭირდებოდა და, შესაბამისად, მეტ სტიმულს მისცემს ახალი პროექტების დაწყებას და განვითარებას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებები მოიცავს საქმიანობის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების შესახებ ახალი პროცედურების შემოღებას, ასევე, გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის, შინაარსისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მკაფიო განსაზღვრას. აღნიშნული ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (სგშ) დაქვემდებარებული სივრცითი დოკუმენტების ჩამონათვალის დაზუსტება, დანართებში მოცემული საქმიანობების კორექტირება და შესაბამისი ზღვრების დაწესება.

ბიზნესასოციაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი