პოლიტიკა
გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა - მიხეილ სააკაშვილი
სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა მაშინ, როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, „გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი“.
„2008 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის მისი რუსული კარიერის პიკი. მერე რატომ არავინ დაფიქრდა, თუ როგორ აღმოჩნდა ის ივანიშვილთან წამყვან თანამდებობებზე, რატომ თხრიდა ის ქართველებს თვალებს რუსი გავრილოვის დასაცავად?
რატომ არავინ არ დასვა კითხვა, თუ რატომ არ დაიჭირა ის ივანიშვილმა და რატომ გაუშვა წყნარად გერმანიაში? რატომ არავის არ გაახსენდა, რომ ივანიშვილი მუდმივად გვპირდებოდა სწორი ოპოზიციის შექმნას, დაახლოებით როგორც თავის დროზე თურქმენბაშმა ოფიციალურად დანიშნა „ოპოზიცია?“
გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი. რატომ არ სვამთ კითხვას, კი მაგრამ ხომ შეუწყვიტეს გახარიას „პარლამენტის“ წევრებს უფლებამოსილება ოფიციალურად და ახლა როგორღა შედიან უკანონო პარლამენტში, თუ ეს ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმება არ იყო?
ძნელია, არ დაინახო, რომ, გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას „ქოცებთან“ აერთიანებს ერთი მთავარი თვისება – უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა.
ახლა იდეალურ სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ყველაფერი გაცხადდა და ვინც კიდევ აგრძელებს თავის გასულელებას, იმას აწი აღარაფერი ეშველება.
სინამდვილე ისაა, რომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილმა მათი პირობები შეასრულა და გახარიას უბრძანეს პარლამენტში შესვლა.
ამ სუბიექტზე ყოველთვის ძალიან მყარი აზრის ვიყავი და როგორც ყველა სხვა საკითხზე, ეს აზრი ახლაც არ შემიცვლია.
რისთვის სჭირდებათ ივანიშვილს და მის პატრონებს გახარია პარლამენტში?
მას შემდეგ რაც ივანიშვილი ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს, თავისი ჭკუით, მოკლავს რეპრესიებით და პარტიების აკრძალვით, მას მაინც დაჭირდება პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილების რაღაც ნაწილი გაახმოვანოს გახარიას ლოიალურმა ოპოზიციამ და ამით ყურადღება გადაიტანონ ყველაზე მწვავე პრობლემებიდან.
ამით ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წელის მოგებას. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


