სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში კახა ხურციძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ხულიგნობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ კახა ხურციძეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა მეზობელთან თემურ კახაბრიშვილთან, რა დროსაც კახა ხურციძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თემურ კახაბრიშვილს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად თემურ კახაბრიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა კახა ხურციძე 2016 წლის 29 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ კახა ხურციძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვინაიდან კახა ხურციძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 თებერვლის განაჩენით 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს პირობითი მსჯავრიდან ერთი წელი მიუმატა და კახა ხურციძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


