პოლიტიკა
განვიხილავთ, რომ მაჟორიტარული სისტემა ან 2020 წლისთვის, ან 2024 წლისთვის გაუქმდეს - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაცია ჰქონდა მმართველ გუნდთან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის კენჭისყრის შესახებ უმრავლესობა თავის პოზიციას ივნისის მეორე ნახევარში წარადგენს.
„ჩვენ პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით აუცილებლად შეიცვლება. უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა აერთიანებს და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე გამოვა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, მმართველ გუნდში განიხილავენ, რომ მაჟორიტარული სისტემა ან 2020 წლისთვის, ან 2024 წლისთვის გაუქმდეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


