პოლიტიკა
განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არსებობდა სწორედ იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას გააგრძელდებდა.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
“ეს არის ის საკითხი, რის გამოც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიდგომა და რის გამოც ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე. სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებნობაზე, არის ძებნილი და ქართული მართლმსაჯულება 4 დამოუკიდებელი ქეისის მიმართულებით სთხოვს პასუხს.
იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ითვალისწინებას ამას, ეს იყო გაფრთხილება და ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ.
ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამის შესახებ გვექნება საუბარი და ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგანაც ეს არის აშკარად უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყანაში, არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


