უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

განსხვავებული აზრი ნორმალურად, ადამიანურად და სათანადოდ უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით - დავით ნარმანია

თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარ არეულობას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა საპირისპირო აზრი უნდა გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით.

„როცა გვაქვს განსახვავებული აზრი, ეს ნორმალურად, ადამიანურად და სათანადოდ უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით, არა ხმამაღალი შეძახილებითა და ა.შ. საკრებულო არის ორგანო, ჩვენი თანამოქალაქეების მიერ არჩეული წევრები, რომლებიც საკრებულოში უმრავლესობაში არიან და უნდა აკეთებდნენ იმ საქმეს, რაც ეხება ქალაქს. პარკინგთან დაკავშირებული საკითხი ქალაქს სჭირდებოდა, სხვა ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, მხოლოდ და მხოლოდ ხელისშეშლად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიამ აღნიშნა, რომ პუშკინის სკვერთან მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება იქ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად ნაჩქარევად არ იყო მიღებული.

„საკითხი არავითარი განსაკუთრებული დაჩქარებული წესით მიღებული არ ყოფილა. ის ძალიან დიდი ხანი მზადდებოდა. როცა საუბარია მიწისქვეშა პარკინგის პროექტზე, რაც ქალაქს ძალიან სჭირდება, აუცილებელია, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ პროექტებს. ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება, რათა ჩვენს ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.

მერმა დაამატა, რომ ეს ტერიტორია ვარგისია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობისთვის და რამე საფრთხე არ არსებობს.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.

სხდომის დაწყების წინ დაპირისპირება მოჰყვა „ევროპული საქართველოსა“ და ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატების - ელენე ხოშტარიასა და ზაალ უდუმაშვილის პროტესტს. მოხდარი არეულობის გამო სხდომა საათ-ნახევრით გადაიდო.

უშუალოდ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ალეკო ელისაშვილმა, მარინა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი