უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 იანვარი, 2026 12:41
font-size

განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა, რაც დამაფიქრებელია - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა. აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია. საქართველოს სტრატეგიული მიზანია, თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, – ამის შესახებ ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

თამბაქოს კონსტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია ის ზომები, რაც, მათივე განმარტებით, მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.

„2025 წლის თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა ცხრაპროცენტიანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც. აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია, თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას. ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად, რომელიც ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება (თამბაქოსგან მიყენებული ზიანი 10 -ჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს).

მიზნის მისაღწევად აუცილებელია: ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი და ნედლეული (თუთუნის) თანაბრად დაიბეგროს, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა იაფფასიან ალტერნატივებზე გადასვლა; საქართველო უნდა შეუერთდეს თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს, კონტრაბანდის მინიმუმამდე დასაყვანად; სადა შეფუთვის, რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უნდა გავრცელდეს უნიკოტინო ელექტრონულ სიგარეტებსა და მცენარეულ მოსაწევ საშუალებებზეც; უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი (გარდა თამბაქოსი), რაც ბავშვებში და მოზარდებში პროდუქტს მიმზიდველობას უკარგავს; თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე; 2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა აეკრძალოთ თამბაქოს ნაწარმის შეძენა; სკოლებთან და ბაღებთან (50-მეტრიან რადიუსში) რეალიზაციაზე ჯარიმები უნდა გაორმაგდეს და აღდგეს სპეციალური სანებართვო სისტემა; დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს: 1 000 ლარი (პირველად), 3 000 ლარი (განმეორებით) და 5 000 ლარი (შემდგომ); მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს კაზინოებსა და თეატრების სცენებზე. მეტროპოლიტენში ჯარიმა უნდა გაიზარდოს 100 ლარამდე; მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ნორმატიული აქტი თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის შესახებ; უნდა გაიზარდოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ლაბორატორიული სიმძლავრეები და აღდგეს თამბაქოს კონტროლის პროგრამების დაფინანსება (რომელიც 2025 წელს 600 000-დან 400 000 ლარამდე შემცირდა); საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ინდუსტრიას უნდა დაეკისროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.

2025 წლის კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთა. ხელისუფლების რეალური ნება, დაიცვას მომავალი თაობების სიცოცხლე, სწორედ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობა“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი