პოლიტიკა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ყაყიჩაშვილი დანიშნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ყაყიჩაშვილი საერთაშორისო ექსპერტ-ანალიტიკოსია კონტრტერორიზმის, უსაფრთხოების, დაგეგმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში.
უწყების ცნობით, იგი 2015 აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014–2015 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2010-2013 წლებში იგი საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იყო სნაიპერების სამსახურის უფროსი, საბრძოლო სპეც.დანაყოფის უფროსი, დაგეგმარების უფროსი, სნაიპერებისა და საბრძოლო დანაყოფების ინსტრუქტორი. 2000-2010 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი იყო საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებისა და პირადი დაცვების სამმართველოს დაცვის უფროსი, საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საბრძოლო სამსახურის ჯგუფის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების პირადი დაცვის, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვის, სპეცილური დანიშნულების დანაყოფის ჯგუფის უფროსი და საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერაციების (კონტრტერორისტული ) ცენტრის ქვედანაყოფის უფროსი.
გიორგი ყაყიჩაშვილი 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2006 წელს მან დაამთავრა საქართველოს იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, სამართლის მაგისტრია; 2005 წელს კი წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შსს-ს აკადემია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


