უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მაისი, 2017 16:20
font-size

განმუხურის მოსახლეობას კერძო საკუთრების მიზერულ თანხებში დათმობას აიძულებენ - ნაციონალურო მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, განმუხურის მოსახლეობას კერძო საკუთრების მიზერულ თანხებში დათმობას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს გაუსწორდებიან.

კონკრეტულად, საკრებულოს წევრმა გუბერნატორი ლევან შონია და ტყის ძმების ხელმძღვანელი, დავით შენგელია, მოსახლეობის დაშინებაში დაადანაშაულა.

წითლიძის განცხადებით, გუბერნატორი დაჯგუფების ხელმძღვანელთან ერთად მოსახლეობას მიწების ჩამორთმევით ემუქრება. მისივე თქმით, რეგიონში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესს გუბერნატორი აკონტროლებს.

როგორც ენმ-ს წევრი ამბობს, მიწების გასხვისების თაობაზე მოსახლეობა ფინანსურ პოლიციაშიც კი ჰყავდათ დაბარებული, სადაც აღნიშნული ქონების შესახებ დეტალურად გამოკითხეს.

,,ის, რაც განმუხურში ხდება დღეს, არის ჩვეულებრივი ტერორი ხელისუფლების სახელით. კონკრეტულად, გუბერნატორი შონიას სახელით და ეკონომიკის სამინისტროს სახელით ადგილობრივ მოსახლეობას კერძო საკუთრების დათმობაზე ელაპარაკებიან კრიმინალური ავტორიტეტები. ამ პროცესში ჩართული არიან ძალოვანი სტრუქტურები, ჩართულია ფინანსური პოლიცია. ასზე მეტი მოსახლე არის უკვე დაკითხული. განმუხურში დღეს ხორციელდება მტელი რიგი ფინანსური მაქინაციები’’, - განაცხადა ანი წითლიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი