პოლიტიკა
განმეორებითი კენჭისყრის შემედეგ გადაწყვეტს სანდრა რულოვსი, რას და როგორ აპირებს - გიგი წერეთელი
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიგი წერეთლის განცხადებით, სანდრა რულოვსი განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტს, რას და როგორ აპირებს.
როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის სანდრა რულოვსი აგრძელებს საარჩევნო კამპანიას.
„განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყდება, სანდრა რულოვსი პირველივე ტურში იმარჯვებს თუ არა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პირველივე ტურში მოიგებს. ამის შემდგომ ალბათ გადაწყვეტს თვითონ რას აპირებს და როგორ აპირებს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსმა თქვა, რომ არ არის პოლიტსაბჭოს წევრი და კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა. მოსაზრებები მას ბუნებრივია, აქვს და როგორც გითხარით, განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავის გადაწყვეტილებას გვეტყვის. ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებაში ჩვენ გუნდში პირველ დღეებში იყო დილემა, როგორ გაგრძელებულიყო ბრძოლა - არავინ არ შესულიყო პარლამენტში, თუ შევსულიყავით პარლამენტში და იქაც ბრძოლა, გარეთაც ბრძოლა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ვიცით, რომ ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ყველგან საჭიროა ბრძოლა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განმეორებითი კენჭისყრები 22 ოქტომბერს, ხოლო არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


