პოლიტიკა
განკარგულება არ გამოქვეყნდება - რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა სააკაშვილს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა იმიტომ ჩამოერთვა, რომ განაცხადის შევსებისას მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა დამაჯერებელი ფაქტები, რომ განაცხადის შევსებისას იყო მიწოდებული არასაიმედო ინფორმაცია, შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა სამოქალაქო საკითხების კომისიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და ურჩია პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - მისწერა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“.
პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, შესაბამისი განკარგულება არ გამოქვეყნდება.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ნორმატიული აქტი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, რადგან შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემებს“, - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


