უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2018 17:10
font-size

განჩიანის მაცხოვრებელთა განცხადებით, ადგილობრივ სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას მაღალჩინოსნები რეგულარულად აკითხავენ

გაჩიანის მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას რეგულარულად მაღალჩინოსნები აკითხავენ. ამის შესახებ ადგილობროვებმა „კურიერს“ უამბეს.

ირკვევა, რომ სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა. თუმცა ფაქტზე დაჭერილი გავლენიანი პირი პოლიციამ ზედმეტი კითხვების გარეშე გაუშვა. ამ მაღალჩინოსნის ზუსტი ვინაობა გაჩიანელებმა არ იციან, თუმცა დაინახეს, რომ მან სამართალდამცველებს თავისი მანდატი წარუდგინა, ხაზი გაუსვა რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს და ტერიტორია მშვიდად დატოვა.

ადგილობრივების თქმით ფაქტი 5 დღის წინ, ღამის 2 საათზე მოხდა. დეპუტატმა მიწაში დამალული ნარკოტიკი ამოიღო, სწორედ ამ დროს გამოიძახეს მათ პოლიცია.

„ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია. უკვე ათი დღეა, ვებრძვით. ერთ დღეს ვიჭერთ და პოლიციას ვაბარებთ. იგივე ხალხი მეორე დღეს ისევ მოდის აქ. ერთ-ერთმა მოწმობა მაჩვენა და მითხრა, რომ პარლამენტში მუშაობს. პოლიციაც მოვიდა და თქვა რომ პარლამენტში მუშაობენ. ამიტომ გაუშვეს. რა უნდოდა აქ ღამით? თან ქალიც ახლდა,“-განუცხადა „კურიერს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მოსახლეობის განცხადებით, მათ სასაფლაოს ღობეც შემოავლეს, თუმცა მალევე ის მოიპარეს. ისინი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ქვემო ქართლში, გაჩიანში წამლის რეალიზების ბოლო შემთხვევა სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა. სავარაუდოდ, ერთმანეთს რეალიზატორებმა და მომხმარებელმა ესროლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ჩხუბის დროს პოლიციაც იმყოფებოდა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი