პოლიტიკა
განათლების სისტემის რეფორმაზე ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები - ირაკლი კობახიძე
განათლების სისტემის რეფორმაზე ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები, სტუდენტებისთვის იქნება ძალიან ფართო არჩევანი, როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების სისტემის რეფორმა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის.
„არჩევანი იქნება ძალიან ფართო უნივერსიტეტებს შორისაც, მათ შორის, ქართველ სტუდენტს შეეძლება, აირჩიოს კერძო უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეეძლება აირჩიოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, შეეძლება აირჩიოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გარდა თბილისის უნივერსიტეტების გაძლიერებისა, გვინდა, უნივერსიტეტები გავაძლიეროთ რეგიონებშიც. როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში, სტუდენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი, როგორც ჰქონდათ აქამდე. სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტებს და სახელმწიფო განსაზღვრავს კვოტებს, ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. სახელმწიფო იხდის ამ ფულს და ბუნებრივია, კვოტები უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება რეფორმას, რეფორმა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის, თავისი შვიდივე კომპონენტით. ჩვენ განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა და არავითარი კრიტიკული შენიშვნა ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთ გამოწვევაზე. ვიკითხეთ, იქნებ ჩვენ ვხედავთ არასწორად ამ გამოწვევებს. შვიდივე გამოწვევაზე, რეალურად, თანხმდება მთელი საზოგადოება. ის, რომ კადრების, ინფრასტრუქტურის, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების, კონცენტრაციის კუთხით პრობლემებია, ყველაფერზე თანხმდება საზოგადოება. ის, რომ საერთო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამაზეც თანხმდება ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენ გამოწვევებთან დაკავშირებით, არავითარი შენიშვნა არ მოგვისმენია. რაც შეეხება პასუხებს გამოწვევებზე, თითოეული პასუხი შეესაბამება ზუსტად იმ თითოეულ გამოწვევას, რომელიც განსაზღვრულია. ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


