საზოგადოება
განათლების სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება - განათლების სამინისტრო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, – ამის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს (მათ შორის, გეგმიურად და საჩივრის საფუძველზე) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ეს არის სამუშაო პროცესი და ემსახურება სკოლებში ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას, მართვის ხარისხის შეფასებასა და შესაბამის რეაგირებას.
2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა განათლების სფეროს დეპოლიტიზაციაა და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


