საზოგადოება
განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სკოლებში ჩინური ენის სწავლებას ეხება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა. მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა. დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა. ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


