პოლიტიკა
განათლების სამინისტრო მინისტრის მიერ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
განათლების მინისტრის მიერ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.
მისი თქმით, ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია ინტერპრეტირებულია.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალაში ასახული ინფორმაცია მცდარია და სრულად ინტერპრეტირებული. სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაცია და მასში ასახული ტრანსპორტირების ხარჯი ეხება მთელ დელეგაციას და მინისტრი, როგორც პასუხისმგებელი პირი, აწერს ხელს. ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, ჩვეულებრივი პროცედურა“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სისტემის წინააღმდეგ გრძელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია.
სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც გამოეხმაურა ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
„სტატიაში მითითებული უწყების მიერ საჯარო ინფორმაციით გაცემული გადაადგილებისთვის საჭირო თანხები მოიცავს 2018 წლის 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სამინისტროს დელეგაციის და არა მხოლოდ მინისტრის გადაადგილების ხარჯებს.
არაერთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის სამინისტროს დელეგაცია შედგებოდა როგორც პრესცენტრის, პროტოკოლის, საორგანიზაციო და გადამღები ჯგუფების, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებების თანამშრომლებისგან, ასევე, რა თქმა უნდა, მინისტრისა და მოადგილეებისგან.
შესაბამისად, დაქირავებული მიკროავტობუსი/მინივენი 5 დღის მანძილზე ემსახურებოდა როგორც მთელ დელეგაციას, ასევე, გამოიყენებოდა ღონისძიებების ლოკაციებზე გადაადგილების და შესაბამისი აპარატურის, საგამოფენო წიგნებისა და მასალების გადატანისთვის.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წიგნის ბაზრობის გარდა, ფრანკფურტის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა არაერთი ლიტერატურული, სამეცნიერო, თეატრალური, მუსიკალური, საგამოფენო, სამეცნიერო ღონისძიება.
კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ დელეგაციის ყველა წევრის ხარჯი სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ ლიმიტსა და ნორმებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რომელიც განათლების ყველა კომპონენტის განვითარებას გულისხმობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ტიპის მიზანმიმართული ქმედებები აზიანებს როგორც რეფორმის დანერგვას, ასევე, განათლების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


