უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2018 17:10
font-size

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა იშვიათ მაგალითს წარმოადგენს - პასკალ მენიე

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა მსოფლიოს ამ კუთხეში, საფრანგეთის სახელმწიფოსა და მეორე ქვეყნის მთავრობის ერთობლივად დაფინანსებული სასწავლო სტიპენდიების იშვიათ მაგალითს წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, რომლის კომენტარსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

პასკალ მენის თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილს წარმოადგენს.

,,ყოველწლიურად, 10 000 სტიპენდია გაიცემა მსოფლიოს მასშტაბით 163 ქვეყანაში. ეს პროგრამა, მსოფლიოს ამ კუთხეში, საფრანგეთის სახელმწიფოსა და მეორე ქვეყნის მთავრობის ერთობლივად დაფინანსებული სასწავლო სტიპენდიების იშვიათ მაგალითს წარმოადგენს. ეს ადასტურებს ჩვენი საელჩოს აშკარა ნდობას განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობაში, რომელიც ქვეყანაში ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ფრანგულ-ქართულ სპეციალურ პროგრამებში უკვე 50-ზე მეტი სტიპენდიაა გაცემული და ამას კიდევ 15 დაემატება მომავალი წლისთვის. საფრანგეთი ამ პროგრამისთვის წელიწადში 100 000 ევროს გამოყოფს. საფრანგეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სტიპენდიების მინიჭების პროცედურების მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი, რასაც განათლების საერთაშორისო ცენტრიც იზიარებს. შეფასების პროცესები მიმდინარეობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, საბჭოს წევრების შერჩევა ერთობლივად ხორციელდება, წევრთა შორის აუცილებლად უნდა იყოს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი. პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფრანგეთის საელჩო ისურვებდა, რომ სტუდენტების შესარჩევ ჟიურიში იყოს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელიც.

აღნიშნული პროგრამა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ცენტრალური სტრატეგიული ელემენტია. ჩვენ აქ იმისთვის ვმონაწილეობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას სასტიპენდიო პროგრამებისა და, ასევე, ტექნიკური თანამშრომლობის საშუალებით.

აღნიშნულ სფეროში, საფრანგეთის განათლების სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროებს: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები (მათ შორის, სამართალი, მართვა, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები).

დღეისათვის, ჩვენი სტიპენდიანტების უმრავლესობა სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებებით აგრძელებენ სწავლას, რადგან პოლიტიკურ მეცნიერებებს, სამართლის ფაკულტეტებსა და ბიზნესის ფრანგულ სკოლებს საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნიათ. თუმცა, საფრანგეთი ფიზიკის, ინჟინერიის, ბიოლოგიისა და მათემატიკურ სფეროებშიც გამორჩეულია. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საფრანგეთი მეორე ქვეყანაა ,,ფილდის,, მედალის მფლობელების რაოდენობით. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი სტუდენტებს რეკომენდაციას უწევს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში საფრანგეთში სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. საფრანგეთი კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ასევე მოუწოდებს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებს.

განათლების სფეროში ეს ჩვენს მნიშვნელოვან ჩართულობაზე მეტყველებს. ჩვენ გვსურს, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ რეგიონული უნივერსიტეტების განვითარებას.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი