უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2025 12:07
font-size

განათლების გზაზე არ გაჩერდე - Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების სრული დაფინანსება.

საქართველოს ბანკმა უკვე გამოვლინდა 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

განათლების გზაზე არ გაჩერდე - 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

თუ განათლების მიღება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გსურთ...

გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და სადოქტორო საფეხურისთვის ემზადება:

,,პირველი რამდენიმე კვირა ამერიკაში ძალიან ამაღელვებელია, სრულიად უცხო გარემოში ხარ. ეგუები ახალ ქალაქს, ხალხს, უნივერსიტეტს…ჩემს უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მომწონს საგნების არჩევის თავისუფლება. ლექციებს წამყვანი სპეციალისტები გვიკითხავენ, სწავლა ძალიან დატვირთული და ემოციურია, თუმცა სხვა აქტივობებშიც ვერთვები და ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო. ვისაც უნდა აპლიკაციის შევსება და ჰგონია რომ არ გამოუვა, ვეტყვი, რომ ყველას გვაქვს გამოვლილი ნეგატიური ფიქრების ეტაპი, როდესაც გვეგონა, რომ ფულბრაიტის ფინალისტობა შორეული, მიუღწევადი მიზანი იყო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარია გწამდეს იმის, რასაც აპლიკაციაში წერ. საკუთარი საქმის სიყვარული და გულწრფელი მოტივაცია აუცილებლად მოგიტანს წარმატებას“.

იაკობ დადვანი Texas A&M უნივერსიტეტში ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი აკადემიურ საქმიანობაშია ჩართული. იაკობი როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში ხშირად აქვეყნებს სტატიებს:

„ყველას და განსაკუთრებით იმათ, ვისაც აშინებს აპლიკაციის შევსების ხანგრძლივი პროცესი, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ. დასაკარგი არაფერია და ამ პროცესში ჩართვაც კი გამოცდილების მომტანია. უმნიშვნელოვანესია, აპლიკაციის შევსებისას სრულყოფილად ისაუბრო საკუთარი ისტორიის შესახებ და არ იყო შაბლონური. TOEFEL-ისა და GRE გამოცდებისთვის მომზადებაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მზად უნდა იყო, დიდი დრო და ენერგია დაუთმო ამ გამოცდებს“.

მერი ქადაგიძე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სიეტლის კამპუსში სწავლობს განათლების ლიდერობისა და ორგანიზაციული პოლიტიკის მიმართულებაზე:

„სიეტლი მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქია ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, კამპუსი და საუნივერსიტეტო ქალაქი იდეალურადაა მოწყობილი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მდიდარი სასწავლო რესურსები და მსოფლიოს ბიბლიოთეკების სისტემებთან კავშირი. იმედი მაქვს, რომ ბევრი სტუდენტი შეძლებს საქართველოდან ამ პროგრამის სიკეთეებით სარგებლობას და მიღებული ცოდნით საქართველოში სხვადასხვა სფეროს განვითარებას. ადგილობრივი პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცნობდე შენს პროფესიას აშშ-ის კონტექსტში, ამიტომ ღირს კვლევაში ძალისხმევის ჩადება. ასევე, ყველას ვურჩევდი, რომ საკონკურსო პროცესს ისე მიუდგნენ, როგორც გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ”.

Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი