უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 ივნისი, 2017 13:50
font-size

განაჩენის გაანალიზების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას უზენაეს სასმართლოში გასაჩივრების შესახებ - ე.წ კორტების საქმის პროკურორი

ე.წ კორტების საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაანალიზების შემდეგ, ბრალდების მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

ამის შესახებ გულუაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ კორტების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„სააპელაციო სასამართლოში, როგორც განაჩენიდან ირკვევა, არ იქნა გაზიარებული ჩვენს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები. ბუნებრივია, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ზეპირ დასაბუთებას არ ახდენს, გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი იქნა გამოცხადებული, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, თუ რა შეფასებებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით არ გაიზიარა სასამართლომ ჩვენი პოზიცია, გამამართლებელი განაჩენის შეცვლის ნაწილში. განაჩენის გაანალიზების შედეგად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, უზენაეს სასმართლოში გასაჩივრების შესახებ“,- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 12-12 წლიანი პატიმრობის შესახებ, ძალაში დატოვა.

ბრალდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან უზენაესი სასამართლოს იმედი არ აქვთ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი