სამართალი
განაჩენი ჩემთან მიმართებით სრულიად უკანონოა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლიანი პატიმრობის თაობაზე გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმიანება.
„ქართული სასამართლოს ,,განაჩენი,“ რომელიც გაზპრომის უმსხვილესი აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ არის, ჩემთან მიმართებით სრულიად უკანონოა და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და ჯანსაღ აზრს. პრეზიდენტის გასამართლება იმის გამო, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა, ამ პროცესის პოლიტიზებულობაზე მიანიშნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ ვერანაირი კომპრომატი ვერ მოიპოვა, ვერც კორუფციისა და ვერც სხვა სახის სამართალდარღვევის,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, ეს განაჩენი და ასევე კიევში პარალელურად მიმდინარე პროცესები იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მთავრობები ჩემ წინააღმდეგ კოორდინირებულად მუშაობენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


