პოლიტიკა
გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი - დავით ბაქრაძე
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი. მან მოუწოდა ყველა კანდიდატს, გაერთიანდეს შტაბში მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის საბოლოოდ დასამარცხებლად.
„გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის, მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხისა და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში. გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადების და გამარჯვებისთვის“,-განაცხადა ბაქრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


