საზოგადოება
გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა - სახალხო დამცველი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი, „2025 წელს ამ დღის გზავნილია „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა თანაბრად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.
„საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში. მათ შორის, აღსანიშნავია შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დროულად დანერგვა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები, უწყვეტი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლება, ღია შრომით ბაზარზე დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესების გზით უზრუნველყოს ამ პირთა უფლებების დაცვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა“, – ნათქვამია სახალხო დაცველის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


