პოლიტიკა
გამოთქმულია სურვილი, რომ გაგებით მოვეკიდოთ - გია ვოლსკი სომხეთის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ მიცემულ ხმაზე
უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განმარტა, რატომ გამოვიდა სომხეთი გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ.
სარგსიანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმ გამოწვევების სპეციფიკით, რაც სომხურ მხარეს გააჩნია. მან მოუწოდა ქართულ მხარეს, ამას გაგებით მიუდგეს.
„იყო საუბარი გარკვეულ პოზიციებში განსხვავების თაობაზე, მაგრამ გამოთქმულია სურვილი, რომ გაგებით მოვეკიდოთ, გამომდინარე იმ გამოწვევების სპეციფიკიდან, რომელიც სომხურ და ქართულ მხარეებს გააჩნიათ. აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებაში სომხეთმა საწინააღმდეგო ხმა მისცა გაეროში და ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს იმ სპეციფიკაზე, რომელიც გააჩნია ამ სიტუაციაში სომხურ მხარეს. არის საკითხები, რომელიც შიდა კავკასიური ურთიერთობების სერიოზულ პრობლემებს წარმოაჩენს, რასაკვირველია სომხურ-აზერბაიჯანული დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ სამომავლოდ ერთმა და მეორე მხარემაც გამოთქვეს იმედი, რომ ეს ვითარება დალაგდება“, -თქვა ვოლსკიმ.
საუბარია საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილ ყოველწლიურ რეზოლუციაზე, რომელიც ეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს. დოკუმენტი იცავს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, რაც გულისხმობს საკუთარ სახლებში ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
1-ელ ივნის გამართულ კენჭისყრაზე სომხეთი 13 ქვეყანასთან ერთად ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. წლევანდელ რეზოლუციას 80 ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდა, 61 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


