საზოგადოება
გამოსავალი? სისტემა კი არ უნდა დაინგრეს - არამედ მოკვდეს - გოჩა მირცხულავა
სახელმწიფოში სადაც პოლიტიკა, ბიზნესი, კულტურისა თუ საგანმანათლებლო, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები მუდმივად ერთ ჯგუფს და მათ ხელდასმულებს აქვთ ოკუპირებული და მხოლოდ ერთეულებს აქვთ დამოუკიდებლად (ესეც საკითხავია) წარმატების მიღწევის საშუალება - 30 წელია ადამიანები გარბიან, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
„მაგარი უნამუსობაა ემიგრაციაში მიმავალ დღევანდელ ახალგაზრდობას მიამღერო - არ წახვიდე, არ დამტოვო, შენი სუნთქვა...
და იცით, რამდენი ასეთი ახალგაზრდისთვის მიკითხავს - რატომ მიდიხარ? და პასუხი მუდამ ერთია - უპერსპექტივობის, მინიმუმ იმედის უქონლობის გამო...
სახელმწიფოში სადაც პოლიტიკა, ბიზნესი, კულტურისა თუ საგანმანათლებლო, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები მუდმივად ერთ ჯგუფს და მათ ხელდასმულებს აქვთ ოკუპირებული და მხოლოდ ერთეულებს აქვთ დამოუკიდებლად (ესეც საკითხავია) წარმატების მიღწევის საშუალება - 30 წელია ადამიანები გარბიან.
იღებენ ვალებს, ინგრევა ოჯახები, მშობლები შვილების და შვილები მშობლების მონატრებით ცხოვრობენ, მაგრამ მაინც მიდიან. ეს არ გახლავთ ის შემთხვევა - ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარედ გარბოდაო. ეს მახინჯი პოლიტიკური სისტემის უკვდავების პროდუქტია, რომელიც ადამიანს აიძულებს იზრუნოს მხოლოდ საკვებზე და მთელი ცხოვრება ემსახუროს კრედიტებს.
საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ქვეყანაში საშუალო ფენის შესაქმნელად, ფენის, რომელსაც ვერ იყიდი შაქრით, ფქვილით, კარტოფილით ზეთითა თუ ხახვით. ჩვენ ხელისუფალნი და ეკლესია - (ინტერესების საოცარი თანხვედრაა) მუდამ გვაცხოვრებდნენ ფეოდალურ ეპოქაში - ზოგს ყმის, ზოგს კიდევ თავისუფალი გლეხის სტატუსით.
ამას წინათ, წერილი გავამზადე აშშ-ის ელჩის სახელზე. მეგობარს ვანახე, მაინც - ეტიკეტში რომ არ შემშლოდა. მირჩია - აზრი არ აქვს, რასაც ითხოვ მაგას ვერც ისინი გაგიგებენ და არც ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი, ელიტა და ენჯეობი გყავს პარტნიორადო. დავფიქრდი და ასეც არის. ხელისუფლებსაც, პოლიტიკურ სპექტრს, ელიტას და ენჯეოებს არც აწუხებთ ის, რაც ხალხს. ვერც გაიგებენ რას ვითხოვ, როდესაც მათ აქვთ და ვიღაც ძუკუს ან მიტუას ექნება თუ არა, ფეხებზე არ ჰკიდიათ?
ბოლო პერიოდში გახშირდა ემიგრაცია განსაკუთრებით აშშ-ში და კერძოდ მექსიკის გავლით. თავი დავანებოთ იმათ, ვინც ფულს შოულობს ყოველ ემიგრირებულზე და ვნახოთ თავად ემიგრირებული რა დღეში ვარდება. რამდენიმე ათასი დოლარი ვალი, სტრესი, ადამიანური ტრაგედიები და ამის მიუხედავად, მაინც მიდიან. რატომ? მინიმუმ იმედი აქვთ, რომ ბედი მათაც გაუღიმებს. ჰო და იმედსაც რომ ვერ მისცემ ადამიანს და მხოლოდ ოცნებისთვის გაიმეტებ ხელისუფლება კი არა მთხლე ხარ. არ დამიწყოთ ახლა - ეს ბიძინამ გააკეთაო. მიშას დროს წასულები კარგად მოეწყვეთ უკვე? ისიც კარგად მახსოვს 2012 წლის არჩევნებში გადამწყვეტი სწორედ ემიგრაციის ხმები იყო.
არც მიმღები ქვეყნების ხელისუფლებებისთვის დავიშურებდი როზგს, მაგრამ აზრი? საკუთარი ვერ გაგვიროზგავს...
ჰოდა, ვერც სირცხვილიანთან მექნება პრეტენზია, ვერც ნებისმიერ სხვა ახალგაზრდასთან, რომელიც მინიმუმ იბრძვის, აპროტესტებს და ბრაზობს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში სურს ცხოვრება....
და არც ის მიკვირს, რომ მათ ვერასოდეს გაუგებს ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც თალაკვაძე.... და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც ზუსტად ვიცი, რომ მათი კეთილი განზრახვების გამოყენებას ყოველთვის ეცდებიან პოლიტიკოსების სხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა გვარების ჩამოთვლას ახლა არ ვაპირებ.
წადით, დაგვტოვეთ - მინდა მოვთხოვო ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებების წარმომადგენლებს. თქვენ გაამწარეთ ათასობით ოჯახი, ახალგაზრდა, იმის გამო, რომ მათ არასოდეს მიეცით შანსი. არ წახვიდეთ, მინდა ვთხოვო ახალგაზრდებს, - მაგრამ ეს უნამუსობა იქნება, რადგან ისინი, ვინც უნდა წავიდნენ არ მიდიან.... ამ ორი განსხვავებული ენერგეტიკის თანაარსებობა კი შეუძლებელია.
გამოსავალი? სისტემა კი არ უნდა დაინგრეს - არამედ მოკვდეს!“- წერს გოჩა მირცხულავა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


