პოლიტიკა
გამოსავალი არის მარტივი – უბრალოდ დავიკიდოთ ეგ „ყოვლისშემძლე“, მძლეთამძლე „პოლიტ-ელიტა“ და ხალხი გავერთიანდეთ!!! - ლევან ხაბეიშვილი
4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის ტაქტიკა – დაქსაქსე და იბატონე – აღარ მუშაობს და საქართველოს გადარჩენის გზა მხოლოდ ერთიანობაშია, – წერს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
„გამომყევით, ბოლომდე წაიკითხეთ და სად არ მეთანხმებით გამიზიარეთ.
ივანიშვილის ტაქტიკა არის მარტივი – დაშალე, დაქსაქსე და იბატონე. გადაკიდე ერთმანეთს, შური და უნდობლობა გააღვივე, რომ დაჭამონ ერთმანეთი და უყურე სეირს. პარალელურად, გაძარცვე ხალხი, გამდიდრდი და იცხოვრე ნამდვილი ბატონივით. ინდივიდუალურად წაახალისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ეგოები, შეაგულიანე, რომ „ვარსკვლავები“ არიან და გაერთე…
ამის შემდეგ იწყება, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია, პოლიტიკოსები და აი, აქ უკვე გამუდმებით ერთი სცენარია – “მე ამასთან არ დავჯდები, მე იმასთან ერთად არ მინდა, ამან რომ „მაშინ“ ასე თქვა, მე უფრო რეიტინგული ვარ, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ, მე კადრში კარგად გამოვიყურები, ვიზუალი ხელს მიწყობს, გუშინ ბრიტანეთში ვიყავი, ხვალ საელჩოებს ვხვდები, ზეგ ფრენა მაქვს… გუნდთან გავივლი კონსულტაციას, შევიკრიბებით, შევქმნით კომიტეტს, მე მაქვს 16 პუნქტიანი გეგმა, მე მაქვს ნამდვილი სტრატეგია, მე ვიცი როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა და ჩემთან მოდით, მე ყველაზე დეტალური ხედვა წარმოვადგინე, მე მაგას როდის ვამბობდი”, – და ასე, დაუსრულებელ ბლა-ბლა-ბლაში მიფრინავს დრო.
გამოსავალი არის მარტივი – უბრალოდ დავიკიდოთ ეგ „ყოვლისშემძლე“, მძლეთამძლე „პოლიტ-ელიტა“ და ხალხი გავერთიანდეთ!!!
ხალხის გაერთიანებას არ აქვს ალტერნატივა!!! არც მათკენ ხელის გაშვერაა სწორი და სამართლიანი.
მუდმივად რომ არ ვეძებოთ „დამნაშავეები“, უბრალოდ ინიციატივა აიღოს ხალხმა და გაერთიანდეს ხალხი!!!
ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის!!! გვჭირდება უპირობო ერთიანობა მხოლოდ ხალხის და არა გამოგონილი, თუ სარდაფში გახსნილი ორკაციანი პარტიების!!! ნამდვილი, ეროვნული ერთიანობაა საჭირო და არა 1000 პუნქტის გარშემო, არამედ უმარტივესი მიზნის გარშემო – საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!
გავერთიანდეთ საქართველო ივანიშვილის გარეშე მოთხოვნით, მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, შემდეგ იქ დაგვიმტკიცონ პოლიტიკოსებმა რომელი, რომელს ჯობია.
4 ოქტომბერი ვაქციოთ გამარჯვების დღედ – ეს ნამდვილად არის ჩვენს ხელში!!!! ყველა გამოვიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ უპრეცედენტო ერთიანობა ქართველი ხალხისა, რაც უპირობოდ მოიტანს მშვიდობიან შემოდგომის რევოლუციას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


