პოლიტიკა
გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის ცხადი გახდა, ბუნებრივია, ეს სპექტაკლი ჩავარდა - ირაკლი კობახიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის კრიტიკისას ბოლო დროს გახმაურებული ორი საქმე გაიხსენა - „ომეგა ჯგუფის“ საკითხი და სავარაუდოდ, მირზა სუბელიანთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები. ორივე მათგანი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის მიერ დადგმული სპექტაკლები უწოდა.
„შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომლებზეც არსებითად იყო აგებული ბოლო დროს რუსთავი 2-ის „ბრეინვოშინგი“ , ანუ ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო „ომეგას“ საქმე, ანუ პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ რუსთავი 2-მა და დასრულდა სხვადასხვა მონაცემით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლი ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი სიმართლე. და საბოლოოდ გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის არგადახდა, გადახდაზე უარის თქმა ბიუჯეტში. ესაა ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი. და მან მოკავშირეებად გაიხადა ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია რუსთავი 2. გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის ცხადი გახდა, ბუნებრივია, ეს სპექტაკლი ჩავარდა.
ახლა დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა ზუსტად პასუხები, როგორც გაეცა პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
კობახიძის მტკიცებით, რუსთავი 2 მუშაობს რუსული სტილით და ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს. სწორედ ამის მაგალითად მოიყვანა მან „ომეგა ჯგუფის“ საქმე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


