უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 იანვარი, 2018 14:40
font-size

გამოყვანა გვინდოდა, მაგრამ წინააღმდეგობას წავაწყდით, ხალხი არ გვატანდა -პროკურატურამ კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე ყოფილი სპეცრაზმელი დაკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი სპეცრაზმელი დაკითხა. ბრალდების მხარის ცნობით, სწორედ ის იღებდა მონაწილეობას პოლიტიკოსის ცემაში.

„2007 წლის 7 ნოემბერს სამსახურში მივედით. მეთაურმა გვითხრა, რომ უნდა შევსულიყავით ელიავას ბაზრობაზე. მეთაური ედიშერ კობახიძე იყო. ჩავჯექით მანქანაში, მივედით ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. მანქანაში ვისხედით და ველოდებოდით შემდგომ მითითებებს. მოვიდა მეთაური. წინ მიდიოდა და ჩვენ მივყვებოდით. შევედით ბაზრობაზე, გვითხრა – შუშებიან შენობაში არის დავითაშვილი და გამოიყვანეთო. შევედით, გამოყვანა გვინდოდა, მაგრამ წინააღმდეგობას წავაწყდით, ხალხი არ გვატანდა. ძლივს გამოვიყვანეთ, მიკროავტობუსში ჩავსვით და წავედით გორის მიმართულებით. კობა დავითაშვილს სისხლი სდიოდა თავის არედან. მანქანაში რომ ვისხედით, მეთაური ლაპარაკობდა ტელეფონზე და მისი მითითებით მივდიოდით. გორში შევიყვანეთ საავადმყოფოში“, – განაცხადა სპეცრაზმელმა სასამართლოზე.

კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ზურაბ ადეიშვილს წაუყენა.

გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თავის კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. ელიავას, ვაგზლისა და ლილოს ბაზრობები, ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე კი აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი