პოლიტიკა
გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა - ლორა თორნტონი
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის’’ კვლევის თანახმად, მოსახლეობის 92% მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა.
როგორც NDI კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, კვლევის თანახმად, მოსახლეობამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვის მისცემდა ხმას, არჩევნებამდე მიიღო.
„მთავარი მესიჯი, რომელიც გამოიკვეთა კვლევაში არის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა, 92% მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმეტესობამ მონაწილეობის საკითხი და ვის მისცემდა ხმას, არჩევნებამდე გადაწყვიტა. ამომრჩეველს ეს მიაჩნდა თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან სხვა ქვეყნებში არჩევნებზე მიდიან პარტიების და მათი იდეოლოგიის მხარდასაჭერად’’, - განაცხადა თორნტონმა.
რაც შეეხება პარტიებისადმი ნდობას, თორნტონის თქმით, გასული წლის მარტთან შედარებით მოსახლეობა უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების პარლამენტისადმი ნდობა, უფრო მაღალია ვიდრე სხვა პარტიების მხარდამჭერებისა.
,,რაც შეეხება პარტიებისადმი ნდობას, ამ შემთხვევაში 2016 წლის მარტთან შედარებით, მოსახლეობა უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა როგორც გაირკვა ,,ქართული ოცნების’’ მომხრეებს უფრო მეტი ნდობა აქვთ პარლამენტისადმი, ვიდრე სხვა პარტიების მხარდამჭერებს. მათში შეინიშნება პესიმისტური განწყობა, ამიტომ ჩემი აზრით, მთავარია პარლამენტის წევრები წარმოადგენდნენ არა მხოლოდ მათ ვინც მათ ხმა მისცა, არამედ მთლიანად მოსახლეობას,“-განაცხადა ლორა ტორნტონმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


