პოლიტიკა
გამოკითხულთა 65% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 21% ევრაზიულ კავშირში შესვლას ემხრობა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 65% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 21% - ევრაზიულ კავშირში.
ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს თბილისში - 76%, მას მოჰყვებიან დიდ და პატარა ქალაქებში გამოკითხული მოსახლეობა - 67-67%. სოფლებში ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 66%, ხოლო ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში კი - 31%.
რაც შეეხება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, ყველაზე მეტად ამას მხარს უჭერენ ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულები (48%), პატარა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 23%-ს შეადგენს, სოფლებში - 22%-ს, დიდ ქალაქებში - 20%-ს, ხოლო თბილისში - 10%-ს.
2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან შედარებით საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა. ერვოკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი კი 3%-ით გაიზარდა.
გამოკითხულთა 75%-სთვის მისაღებია მთავრობის მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 15% -სთვის კი ეს სწრაფვა მიუღებელია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი - 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე (გამოპასუხება 46%). კვლევა პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა და მისი ცდომილება 2,2 პროცენტია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები კი CRRC-საქართველომ შეასრულა
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


